[ექსკლუზივი] ევროპულ გუნდში მივდივარ - გიორგი არაბიძე დონეცკის "შახტარს" ტოვებს!

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე ამ ზაფხულს უკრაინულ კლუბს დატოვებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა Sportall.ge-ს თავად უთხრა.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ჰოლანდიურ შეკრებაზე წასულმა "შახტარმა" ქართველი ფეხბურთელი თან არ წაიყვანა. როგორც არაბიძემ გვითხრა, ამის მიზეზი სწორედ ისაა, რომ ის კლუბს ტოვებს. თუ რომელ კლუბში გააგრძელებს გიორგი კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.

"შახტარს ვტოვებ, სხვა გუნდში მივდივარ და ამიტომაც არ წავედი შეკრებაზე. ახალი გუნდი ევროპული იქნება და მალე გაიგებთ ყველაფერს", - გვითხრა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძე უკრაინულ გუნდში
2015 წელს ჩაირიცხა, მანამდე კი ის თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 37 /
დანამდვილებით ვიცი, რომ ესპანური გრანდებიც აკვირდებიან. რამდენადაც სანდო წყარომ მოგვაწოდა ცნობა საფეხბურთო მონაცემებით სრულიად აკმაყოფილებს გიო, ეხლა პიროვნული თვისებების შესწავლა სურთ, რასაც არანაკლებ ყურადღებას აქცევან. ბოღმებო გასკდით გულზე! გიო მაქსიმალურად მოინდომე, დიდი მომავალი გელის.
murtalo
02:08 25-06-2016
0
მგონია ბარსელონა ან მილანი უნდა იყოს.ჩემი აზრია იმიტომ რომ მისი სტილი ამ ორ გუნდს შეეხამება
jojo
08:34 25-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული