მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ჰოლანდიურ შეკრებაზე წასულმა "შახტარმა" ქართველი ფეხბურთელი თან არ წაიყვანა. როგორც არაბიძემ გვითხრა, ამის მიზეზი სწორედ ისაა, რომ ის კლუბს ტოვებს. თუ რომელ კლუბში გააგრძელებს გიორგი კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.
"შახტარს ვტოვებ, სხვა გუნდში მივდივარ და ამიტომაც არ წავედი შეკრებაზე. ახალი გუნდი ევროპული იქნება და მალე გაიგებთ ყველაფერს", - გვითხრა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძე უკრაინულ გუნდში