ნიკა კაჭარავა და გიორგი ილურიძე კვიპროსის "ეთნიკოსში" გააგრძელებენ

AutoSharing Option
22 წლის ნიკა კაჭარავა და 24 წლის გიორგი ილურიძე კარიერას კვიპროსის ჩემპიონატის ბინადარ ახნას "ეთნიკოსში" გააგრძელებენ. მოგეხსენებათ, კაჭარავა ბოლო სეზონში "როსტოვში" იყო და სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ილურიძე კი რუსული "სკა ენერგიის" ღირსებას იცავდა.

სიტუაციაში გასარკვევად კაჭარავას ოჯახს დავუკავშირდით. მისმა მამამ, "ცხინვალის" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ გვითხრა:

"კვიპროსული კლუბის მხრიდან ინტერესი მართლაც არის. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში ვითამაშე კვიპროსზე. გუნდის სამწვრთნელო შტაბში ჩემი მეგობრები არიან და ვუთხარი მათ, რომ კარგი იქნებოდა, თუ ნიკას ექნებოდა იქ სათამაშო პრაქტიკა. ჯერ წერტილი დასმული არ არის.
მოლაპარაკება არის ერთ-ერთ ესპანურ კლუბთან და მათგანაც ველით საბოლოო პასუხს", - გვითხრა კაჭარავამ.

როგორც შევიტყვეთ, ნიკას გადაბირებით ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბინადარი "ალკორკონი" იყო დაინტერესებული. ეგაა, "ალკორკონის" მთავარი მწვრთნელი "ლევანტეში" წავიდა სამუშაოდ და ახლა გასარკვევი ისაა, როგორ იმოქმედებს ეს ფაქტი სავარაუდო ტრანსფერზე.

ოდნავ მოგვიანებით, "ეთნიკოსის" ოფიციალურმა საიტმა ორივე ქართველის ტრანსფერი დაადასტურა. როგორც ჩანს, "ალკორკონის" ვარიანტი არ გამოვიდა. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ამ კლუბში ბაჩანა არაბული ირიცხებოდა.

გასულ სეზონში "ეთნიკოსში" რევაზ ბარაბაძე, შოთა და ელგუჯა გრიგალაშვილები თამაშობდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა დასანანია ასეთმა ნიჭიერმა ბიჭებმა ზარმაცობის გულისთვის უაზროდ ბერდებიან, ზაან საწყენია ფეხბურთელებო თუ თამაში ნამდვილად გინდათ თავი უნდა მოიკლათ ვარჯიშში და რამეს რომ მიაღწიოთ, მაგრამ წლები გადის ნიჭიერი თაობები მოდიან და მიდიან მაგრამ მათი მწვრთნელები ამათ ვერა და ვერ ახვედრებენ რომ რამის მისაღწევად ძაან დიდი შრომაა საჭირო.ჩემს შვილს მე ვავარჯიშებდი 8 წლისა რომ იყო 8000 კენწლავდა, ტველა ილეთებსა თუ ჯანგლიორობას აკეთებდა, ორივე ფეხით ურტყამდა. დღეში 3 მსაათს ვავარჯიშებდი მაგრამ მოხდა უბედურება საშინლად დაავადა, მართალია დრეს სრულიად ჯამრთელადაა მაგრამ ექიმებმა აუკრძალეს თამაში. მას შემდეგ ცხოვრებასი სიცოცხლის ხალისი დავკარგე. ადრე მაგ იმედით ვცხოვრობდი რომ შვილი ფეხბურთელად ანმეღზარდა თან ძაან მაგარ ფეხბურთელად. ისე რომ მოთამაშეებო თუ გინდტ რომ ძლიერ ფეხბურთელებად გამოხვიდეთ მაგრად ივარჯიშეთ, უარი თქვით რაღაც გართობებზე და ყველაფერს მიარწევთ. მაპატიეთ ემოციებისატვის.
fexburTeli
14:49 27-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული