ლეგიონი გუშინ: ჯანო ანანიძემ "სპარტაკის" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა
AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკმა", რომლის რიგებშიც ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ასპარეზობს, სეზონისთვის მოსამზადებელი პირველი ამხანაგური მატჩი გუშინ, 26 ივნისს, ტულის "არსენალის" წინააღმდეგ გამართა.
ამხანაგურ მატჩში გამარჯვება მოსკოველებს დარჩათ – 2:1.
ანანიძე "სპარტაკის" ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა 40-40-წუთიანი ტაიმებისგან შედგებოდა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.