თორნიკე ოქრიაშვილის ევროპული ვარიანტები - განსაკუთრებით ესპანელები აქტიურობენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, 24 წლის თორნიკე ოქრიაშვილი ოფიციალურად ჯერაც "გენკის" წევრია. გასული სეზონი მან თურქული სუპერლიგის ბინადარ "ესქიშეჰირში" ჩაამთავრა, სადაც იჯარის წესით თამაშობდა.

"გენკის" წევრობა კი არ ნიშნავს, რომ ის ამ გუნდში დარჩება, პირიქით - გადაწყვეტილია, ოქრიაშვილი ამ ბელგიურ კლუბში აღარ ითამაშებს. მისი მიზანი ევროპის რომელიმე წამყვან ლიგაში გადასვლაა.

როგორც შევიტყვეთ, ის 1-ელ ივლისს ჩავა ბელგიაში, დაიწყებს ვარჯიშს "გენკის" შემადგენლობაში და დაელოდება სასურველ წინადადებას. ამასობაში, ბელგიურ მხარესთან მოლაპარაკებას გამართავს ფეხბურთელის აგენტი მამუკა ამიროვი.

როგორც უაღრესად სანდო წყარომ გვაცნობა, ოქრიაშვილს
ამჟამად აქვს ვარიანტები საიმისოდ, რომ კარიერა საფრანგეთში, გერმანიაში ან ესპანეთში გააგრძელოს. განსაკუთრებით ესპანელები აქტიურობენ და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ამბავი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სწორედ ოქრიაშვილის გოლით მოიპოვა სენსაციური გამარჯვება ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ამას წინათ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში.

ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

თუმცა მარტო გოლშიც არ არის საქმე - სხვა მხრივაც გამოჩნდა, რომ ოქრიაშვილი დიდი პოტენციალის მქონე მოთამაშეა. აქედან გამომდინარე, მის მიმართ პირენეული კლუბების ინტერესი გასაკვირი სულაც არ არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
სადაც არ უნდა გადახვიდე ყველგან წარმატებებს გისურვებ. მაგრამ გამიხარდება თუ კარგ ევროპულ გუნდში გადახვალ, სტაბილურად ითამაშებ და ხეტიალი და გაურკვევლობის დღეები დასრულდება.
ლუკა კუ
29 ივნისი 2016 10:07
0
ოქრი არის ხვალინდელი დღე ქართული ფეხბურთის, უდიდესი პოტენციალი აქვს, წარმატებები თორნიკეს...შეეწიოს ღმრთისმშობელი...
ლევან
28 ივნისი 2016 19:44
0
ამან ხასიათისა და აგენტის გადამკიდე ჰა ჰა თეირანის "პერსეპოლისი" ან მაგადანის "დინამო" გაქაჩოს...
შავიკაცი
28 ივნისი 2016 17:10
0
სამწუხაროდ ესეთი ინფოები როგორც მთავრდება ხოლმე კი ვიცით...მე წარმატებას ვუსურვებ.
პროსტა ნიჭი აქვს და მეტი შეუძლია ბევრდა, უბრალოდ ანიავებს. თორე მე რო მეთამაშა ამის დონეზე, ჩემზე იტყოდნენ გაქაჩაო...
giorgi1988
28 ივნისი 2016 16:00
0
განსაკუთრებით რეალი და ბარსელონა აქტიურობენ. უბრალოდ, ფასი ძალიან დაბალია და ცოტა დაბნეულები არიან...
zura
28 ივნისი 2016 15:53
0
ბოლოს ამოყოფს თავს რიზესპორში და ძალამიძესავეთ მოხეხავს სკამს,სამწუხარო რა თქმა უნდა
fanat
28 ივნისი 2016 15:49
0
არ დაიღალეთ მსგავსი სტატიებით? ჭანტურიაზე ისეთებს წერდით ლამის თვითონ დაიჯერა რო მართლა გადადიოდა სერია ას ან ბუნდესლიგის გუნდში. კარგად მახსოვს შარშან ამ დროს იძახდა გენკზე კარგ გუნდში მივდივარ უეჭველი, დიდი ალბათობით ტვენტეშიო.
saba
28 ივნისი 2016 15:44
0
კარგით რა,ცოტა რეალობას შეხედეთ
თოკა
28 ივნისი 2016 15:07
0
საბოლო ჯამში ამოყოფს თავს ტერეკში. ეგრე წერდით ცოტა ხნის უკან ჭანტურიაზე და სად ამოყო თავი ყველამ კარგად ვნახეთ.
beqa
28 ივნისი 2016 14:55
0
ბარსა ან რეალი სხვა ვარიანტი არ განიხილება !!!
zmo
28 ივნისი 2016 14:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული