ვაკო ყაზაიშვილი: 80%-ით, "ვიტესში" დავრჩები!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" ფორვარდი ვაკო ყაზაიშვილი, დიდი ალბათობით, მომავალ სეზონსაც "ვიტესში" გაატარებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა თავად განუცხადა ჰოლანდიურ მედიას.

"მქონდა სხვადასხვა შემოთავაზება, მაგრამ არა იმ გუნდიდან, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებდა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ორი თვეა. ვნახოთ, რა იქნება.

ახლა 80%-იანი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ "ვიტესში" ვრჩები და ევროტურნირებზე ამ გუნდთან ერთად ვეცდები მოხვედრას", - ციტირებს ყაზაიშვილს voetbalblog.nl-ი.

ასევე იხილეთ:
აქ სულ წვიმს... ვაკო ყაზაიშვილის ტრანსფერი "აიაქსში" გამოირიცხა?
მკითხველის კომენტარები / 3 /
80% რჩება იმიტომ რომ 100 წელი არ წაიყვანს უკეთესი გუნდი...
zaza
14:09 28-06-2016
0
zaza-ს
რას იწყევლები ან რას ითარსები,ქართველი არა ხარ? წარმატება უსურვე ,ბევრი გვყავს დღეს ამაზე მაგარი ფეხბურთელი?ესეც რომ არა,ყოვლად ნეგატიური კომენტარია...მალე მოხვდება უკეთეს გუნდში და უკეთეს შედეგსაც დადებს ,შენისთანებს რომ გაუფუჭოს ხასიათი
გიორგი
14:34 28-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული