სავარაუდო ტრანსფერი: თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ჭანტურია ერთად რუსულ კლუბში?

AutoSharing Option
თორნიკე ოქრიაშვილი ოფიციალურად ჯერ კიდევ ბელგიური "გენკის" ფეხბურთელად ითვლება, მაგრამ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერს იქ გაჩერება არ სურს. როგორც შევიტყვეთ, მისმა მენეჯერმა კლუბთან შეთანხმებას მიაღწია და კონტრაქტი შედარებით დაბალი კომპენსაციის საფასურად გაწყდება, ბელგიელები კი ამას ხელს არ შეუშლიან.

24 წლის ოქრიაშვილმა დასრულებული სეზონის მეორე ნახევარში იჯარით თურქულ "ესქიშეჰირში" ითამაშა, რომელიც სუპერლიგიდან გავარდა. ქართველმა ამ გუნდთან ერთად პირველ ლიგაში თამაში გამორიცხა და ახალი კლუბის ძიებას შეუდგა.

როგორც შევიტყვეთ, ოქრიაშვილს რამდენიმე საინტერესო წინადადება აქვს. ერთი კონკრეტულია - მასთან ხელშეკრულების გაფორმებით რუსეთის პრემიერლიგის
კლუბი, ეკატერინბურგის "ურალია" დაინტერესებული, რომელთანაც ცოტა ხნის წინ კონტრაქტი გიორგი ჭანტურიამ გააფორმა.

მაგრამ ოქრიაშვილს ევროპის რომელიმე ტოპ-ლიგაში გადასვლა სურს და აიმედებენ კიდეც, რომ არის ვარიანტები ესპანეთში ან საფრანგეთში. ამიტომ რუსებს ჯერ საბოლოო პასუხს არ ეუბნება.

ის ბელგიაში 1-ელ ივლისს ჩავა, მერე კი, დიდი ალბათობით, ახალ გუნდს შეუერთდება - მოლაპარაკებები ესპანეთისა და საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონების გუნდებთან მიმდინარეობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 34 /
უნდა გააგრძელოს ბრძოლა და შრომა, ის კარგ ფეხბურთს ნამდვილად ითამაშებს.თუ უკეთეს გუნდში მოხვდება კარგი იქნება, მაგრამ რუსული პრემიერლიგიდანაც შეიძლება კარგ გუნდში მოხვედრა.წარმატებები ოქრიაშვილს.
bebeto
02 ივლისი 2016 15:55
0
აუუ,ეგ 2 არასერიოზული კაცი ერთმანეთის გვერდიგვერდ იმდენს მოახერხებენ რომ 2 წელიწადში კარიერას დაასრულებენ
bacho
02 ივლისი 2016 15:34
0
უბედურო ქარტულო ფეხბურტო
zaza
02 ივლისი 2016 14:46
0
მალადეც რა აი მალადეც,მალადეც... ამ ხალხ სტაფილოზე ტკბილი არაფერი უჭამნია მგონი, ციმბირს იქით ქვეყანა რო არი იქ მიდიან საბურთაოდ...მალადეც...პატივი მაინც ეცით სამშობლოსათვის დაღუპულ ჯარისკაცებს... მალადეც
თბილისელი გევურქა
02 ივლისი 2016 12:15
0
ოქიაშვულს ჰქონდა შესაძლებლობა კარგ გუნდში გამოეჩინა თავი, მაგრამ ვერ გამოიყენა. უნდა ეშრომა და ემყშავა. იგივე მოუვიდა ანანიძეს. უნდერკინდს ეძახდნენ და ისეთი წარმოდგენა შეიქმნა საკუთარ თავზე, რომ ტყავში ვერ ეტეიდა. როდესაც როსტოვში თამაშობდა, სპარტაკის გულშემატკივრები უწერდნენ და დაბრუნებად სთხოვდნენ. ერთერთ პოსტში ხურადოს შეადარედ, რაზეც ჯანოს ასეთი რეაქცია ქონდა - думаеш, я такое гавно?!
პალატა
02 ივლისი 2016 11:22
0
კომენტარების ავტორთა უმეტესობას ვთხოვ საკუთარი აკრეფილი ტექსტი გადაიკითხეთ კი მაინც სანამ ატვირთავთ, თორემ რასაც წერთ თქვენ თვითონაც ვერ გაიგებთ რომ წაიკითხოთ.ნუთუ ქართულს აღარ ასწავლიან სკოლებში:)
murtalo
02 ივლისი 2016 03:42
0
შოთა გუგეშაშვილ-ს: რა დალიე ამისთანა ბატონო შოთა?:)...პაატას თუ ათრობ?...თორნიკე კი კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს სადაც არ უნდა ითამაშოს. წარმატებები ოქრი!
murtalo
02 ივლისი 2016 03:35
0
კი ნიჭიერია უფრო თუ რა ნახე თამაშები "ნიჩიით" გავიდა 1/2 ფინალში მასე რო გადავყოლოდით მერე გენახათ თქვენ ოქრი და თუ დასცინით ნურც ნაკრებში არ ჩამოსვლაზე აკრიტიკებთ
me
01 ივლისი 2016 23:24
0
zaza-ს მეც ვეთანხმები, ნამდვილად ასეა
Z.LO
01 ივლისი 2016 22:27
0
ისეთი გუნდი მაინც აარჩიონ ქართველმა ფეხბურთელებმა,რომელიც სეზონის ბოლოს ქვედა ლიგაში არ ჩამოქვეითდება!
ან ისეთ დონეზე მაინც ითამაშონ რომ ლიგაში ადგილი შეინარჩუნონ! ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდებზე ვეღარც ვოცნებობთ.
...
01 ივლისი 2016 19:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული