ვაკო ყაზაიშვილი: ახალი გამოწვევებისთვის მზად ვარ!

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" ქართველმა ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა ჰოლანდიურ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი ოცნება ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია და ის ამისთვის ყველაფერს იზამს.

"მსურს განვვითარდე როგორც ფეხბურთელი და ვგრძნობ, რომ ახალი გამოწვევებისთვის მზად ვარ. სწორედ ამიტომ, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მსურს – ეს ჩემი ოცნებაა.

"ვიტესში" დაბრუნებით ბედნიერი ვარ. ახალი მწვრთნელი გვყავს, რომლისთვისაც დადებითი შედეგი მხოლოდ გამარჯვებაა და ეს კარგია, მახარებს, რამდენადაც წინა სეზონი ჩავაგდეთ", – ციტირებს ყაზაიშვილს vitesse.org.

შეგახსენებთ, როამდენიმე დღის წინ ვაკომ განაცხადა, რომ 80%–ით ის ახალ სეზონსაც არნემულ გუნდში დაიწყებს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს სეზონი ბოლო შანსია იმის დასამტკიცებლად რომ ვაკო მართლა მზადაა ახალი გამოწვევისთვის.

განვლილ სეზონში ვაკოს არავითარი პროგრესი არ ჰქონია. მეტიც სტატისტიკურადაც და ხარისხობრივადაც ბოლო 3 წელია ერთ დონეზე გაიყინა.

უკვე 25 წლის ხდება და ეს ის ასაკია როდესაც ფეხბურთელი შესაძლებლობების მაქსიმუმს უნდა აჩვენებდეს, შესაბამისად თუ ამ სეზონში დიდი ნახტომი არ გააკეთა,მაშინ სამუდამოდ დარჩება ერთ ჩვეულებრივ, ევროპაში არაფრით გამორჩეულ ფეხბურთელად, რომელსაც არავინ გაიხსენებს.

ბევრი მიუკერძოებელი სპეციალისტი უკვე იტყოდა რომ ვაკომ შანსი ვერ გამოიყენა და თუ ნახტომი იყო გასაკეთებელი ეს 20-21-22-23 წლის ასაკში უნდა გაეკეთებინა მაგრამ მაინც იმედი ვიქონიოთ რომ კიდევ არსებობს შანსი...


zaza
18:40 02-07-2016
0
ახალი გამოწვევები, ახალ გუნდშია ბიძია ბაბუა.
odala
19:44 02-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული