ლეგიონი გუშინ: გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის "ვიტესმა" "შახტარს" მოუგო

AutoSharing Option
გუშინ, 2 ივლისს, ჰოლანდიის ქალაქ ლოენემარკში, გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის არნემის "ვიტესმა" ახალი სეზონი ამხანაგური მატჩით განაახლა.

"ვიტესის" მეტოქე დონეცკის "შახტარი" იყო, რომელთა დამარცხება არნემელებმა ორბურთიანი სხვაობით შეძლეს - 2:0.

გუნდის ქართველი კაპიტანი გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში იყო და 1 ტაიმი დაყო მოედანზე. კაშიასგან განსხვავებით, პირველი ტაიმი არ უთამაშია ყაზაიშვილს, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისშივე გამოჩნდა და ის სრულად ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ დონეცკელებს შეკრებაზე არ ახლავთ ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე. როგორც თავად ფეხბურთელმა განაცხადა, ამის მიზეზი ისაა, რომ ის
ზაფხულში კლუბს ტოვებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაკომ რაღაც ვერ იფორვარდა აი,
გია
12:36 03-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული