"აქ გადასვლას სწორ ნაბიჯად ვთვლი!" - სანდრო კობახიძის მომავალი გაირკვა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე, რომელიც ბოლოს უკრაინული "დნიპროს" ღირსებას იცავდა, კარიერას პოლტავურ "ვორსკლაში" გააგრძელებს.

აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმაც დაადასტურა. ქართველმა ფეხბურთელმა უკრაინულ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ოფიციალურმა საიტმა კობახიძის კომენტარიც გამოაქვეყნა:

"უკრაინაში პირველად არ ვარ. კარგად ვიცნობ ამ გუნდს. მას თავისი ამბიციები აქვს და ჩემს მიღებულ გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშა იმან, რომ ევროასპარეზზე ვიასპარეზებთ. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩემთვის და ჩემი კარიერისათვის მთავარია, რომ გუნდს ამბიცია, მიზანი გააჩნდეს. გუნდის დიდ ნაწილს ვიცნობ და მსურს მადლობა გადავუხადო ყველას,
ვინც მენდო და მომიწვია აქ. აქ გადასვლას სწორ ნაბიჯად მივიჩნევ!"

აქვე გეტყვით, რომ "ვორსკლამ" უკრაინის ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა და წელს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებებს გისურვებ კარიერაში და პირადში! ))) ძალიან გვჭირდება შენი დახმარება ნაკრებში)))
0
სანდროს წარმატებებს უსურვებ,მასთან პრეტენზიები არ მაქვს,მაგრამ ძალიან მტკივა გული,იმის გამო,რომ ორ წელიწადში ის ან გორის დილაში ან სამტრედიაში,ან კიდევ სხვაგან აღმოჩნდება,ძალიან სამწუხაროა,მაგრამ რეალობაა და ვერაფერს შევცვლით,დღესდღეობით მძიმე დღეები უდგას ქართულ ფეხბურთს.
roma
10:11 04-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული