გიორგი არაბიძემ "შახტარის" ახალგაზრდულში ითამაშა

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ კლუბის ახალგაზრდულ გუნდში ითამაშა.

"შახტარის" მეტოქე დონეცკის "ოლიმპიკი" იყო. მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა. მე-16 წუთზე არაბიძეს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა საჯარიმო დარტყმიდან, თუმცა, როგორც "ოლიმპიკის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ოლიმპიკელთა მეკარემ სუპერსეივი განახორციელა.

შეგახსენებთ, რომ "შახტარის" მთავარი გუნდი შეკრებაზე ჰოლანდიაში იმყოფება, ხოლო არაბიძე მთავარ გუნდს იმიტომ არ გაჰყვა, რომ კლუბის დატოვება და კარიერის გაგრძელება სხვა ქვეყანაში სურს.

- გიორგი არაბიძე: არც მენეჯერი მყავს და არც უკრაინაში ვაპირებ დარჩენას
მკითხველის კომენტარები / 5 /
როცა არ გაქვთ ინფორმაცია, საკუთარი შეხედულებებით რატომ სჯით, ყოვლისმცოდნეობის პრეტენზია ხომ არ გაქვთ?
0
ამას ბგონი ბარსაში ეძახიან, რაკიტიჩი უნდათ რომ ამით ჩაანაცვლონ,
გაგა
13:25 06-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული