"ისევ გაურკვევლობაში ვარ. არ ვიცი, რა იქნება მომავალში", - გვითხრა ვაწაძემ.
მოგეხსენებათ, ვაწაძეს ბოლო დროს "ორჰუსში" სათამაშო პრაქტიკა მოაკლდა. გასაკვირი არ არის, რომ ქართველ ფორვარდს სხვა კლუბში სურს კარიერის გაგრძელება, თუმცა ჯერ კონკრეტული წინადადება არ მიუღია.
ფაქტია, ვაწაძის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა საქართველოს ნაკრების ინტერესებში არ შედის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"