ოფიციალურად: ოთარ კაკაბაძე ტარაგონას "ხიმნასტიკის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე ესპანეთის ჩემპიონატის სეგუნდა დივიზიონის გუნდის, ტარაგონას "ხიმნასტიკის" ფეხბურთელია. ამის შესახებ კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება, რომლის ცნობით, 21 წლის ქართველ ფეხბურთელთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ "ხიმნასტიკში" საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია თამაშობს.

ოთარ კაკაბაძე ესპანეთში გადაბარგებამდე თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა, რომლის აღზრდილიცაა. კაკაბაძე იყო საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ეროვნულ გუნდში კი მას 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

- Diaridetarragona: ოთარ კაკაბაძე ზუსტად ისეთია, როგორიც "ხიმნასტიკის" მწვრთნელს მოსწონს

"ხიმნასტიკის" ახალწვეული სწრაფი, ტაქტიკურად განსწავლული
და ინტელექტუალური მოთამაშეა. ის ტარაგონას გუნდის დაცვის ხაზს გააძლიერებს. კაკაბაძე ვისენტე მორენოს გუნდთან ერთად ვარჯიშს 12 ივლისიდან დაიწყებს, მისი ოფიციალურად წარდგენის თარიღი კი მოგვიანებით გამოცხადდება", - წერს კლუბის ოფიციალური საიტი.

ტარაგონას "ხიმნასტიკს" გასულ სეზონში ლა ლიგაში აღზევების შანსი ჰქონდა, თუმცა პლეი ოფში წარუმატებლად იასპარეზა და 2016/17 წლების სეზონსაც ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში გაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული