ლეგიონი ევროთასებზე: კახა ცხადაძე და შოთა არველაძე ერთმანეთს დაეჯახნენ

AutoSharing Option
ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს კახა ცხადაძის "ქაირათი" და შოთა არველაძის "მაკაბი" შეხვდებიან. ასეთი შედეგი დადგა საპასუხო მატჩების შემდეგ, რომლებიც გუშინ გაიმართა.

ცხადაძის გაწვრთნილმა "ქაირათმა" მეორე შეხვედრაც მოუგო ალბანურ "ტეუტას". თუ ყაზახურმა კლუბმა ალბანეთში 1:0 იმარჯვა, შინ მეტოქეს გადაურბინა - 5:0.

შოთას "მაკაბიმ" კი მეორე, საშინაო შეხვედრა 1:0 მოუგო სლოვენიურ "გორიცას". არველაძის შეგირდებს საქმე პირველ მატჩში ჰქონდათ მოთავებული - 3:0.

* * *
გოგიტა გოგუას "ორდაბასიმ" შინ 3:3 ითამაშა სერბულ "ჩუკარიჩკისთან". პირველი მატჩი ბალკანელებმა 3:0 მოიგეს და ბრძოლასაც ისინი გააგრძელებენ. გოგუა
მინდორზე მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე გამოჩნდა.

* * *
გიორგი გოროზიას "სტაბეკმა" უელსში ნათამაშები ფრის (0:0) შემდეგ შინ მოულოდნელად წააგო (0:1) უელსურ "ქონაჰთან" და ტურნირს გამოეთიშა. გოროზია 54-ე წუთზე შეცვალეს.

ევროპალიგა. I ს/ეტაპი. საპასუხო მატჩები
ორდაბასი (ყაზ)-ჩუკარიჩკი (სერ) 3:3 (0:3)
ქაირათი (ყაზ)-ტეუტა (ალბ) 5:0 (1:0)
დაჩია (მოლ)-ქიაფაზი (აზე) 0:1 (0:0)
მიიავა (სლკ)-ადმირა (აუს) 2:3 (1:1)
პიუნიკი (სომ)-კოლეჯ ეუროპა (გიბ) 2:1 (0:2)
იელგავა (ლატ)-ბრეიდაბლიკი (ისლ) 2:2 (3:2)
რუდარი (ჩერ)-კუკესი (ალბ) 0:1 (1:1)
დებრეცენი (უნგ)-ლა ფიორიტა (სან) 2:0 (5:0)
ჰიკ (ფინ)-ატლანტასი (ლიტ) 1:1 (2:0)
ნომე კალიუ (ესტ)-ტრაკაი (ლიტ) 4:1 (1:2)
ლოკომოტივა (ხორ)-სტ. კოლომა (ანდ) 4:1 (3:1)
მარიეჰამნი (ფინ)-ოდი (ნორ) 1:1 (0:2)
მტკ (უნგ)-აქტობე (ყაზ) 2:0 (1:1)
ნეფთჩი (აზე)-ბალზანი (მალ) 1:2 (2:0)
რადნიკი (ბოს)-ბეროე (ბულ) 0:2 (0:0)
როვანიემი (ფინ)-შემროკი (ირლ) 1:1 (2:0)
სპარტაკსი (ლატ)-დინამო (ბელ) 0:2 (1:2)1
ზაგლებიე (პოლ)-სლავია (ბულ) 3:0 (0:1)
ბრონდბიუ (დან)-ვალიური (ისლ) 6:0 (4:1)
ფოლა (ლუქ)-აბერდინი (შოტ) 1:0 (1:3)
გორიცა (სლო)-მაკაბი (თ-ა, ისრ) 0:1 (0:3)
ომონია (კვი)-ბანანცი (სომ) 0:1, დდ 4:1 (1:0)
ბეითარი (ისრ)-სლობოდა (ბოს) 1:0 (0:0)
ბუდუჩნოსტი (ჩერ)-რაბოტნიჩკი (მაკ) 1:0 (1:1)
ტორსჰავნი (ფარ)-ლევადია (ესტ) 0:2 (1:1)
სტაბეკი (ნორ)-ქონაჰი (უელ) 0:1 (0:0)
სუდუვა (ლიტ)-მიდტიულანდი (დან) 0:1 (0:1)
ზარია ბელცი (მოლ)-ვიდეოტონი (უნგ) 2:0 (0:3)
ბალა თაუნი (უელ)-აიკ (შვე) 0:2 (0:2)
კრაკოვია (პოლ)-შკენდია (მაკ) 1:2 (0:2)
ჰიბერნიანსი (მალ)-ტრნავა (სლკ) 0:3 (0:3)
ლანდადნო (უელ)-გიოტებორგი (შვე) 1:2 (0:5)
შახტიორი (ბელ)-რუნავიკი (ფარ) 5:0 (2:0)
სილექსი (მაკ)-ვადუცი (ლიხ) 1:2 (1:3)
ვიკინგური (ფარ)-ვენტსპილსი (ლატ) 0:2 (0:2)
ვოევოდინა (სერ)-ბოკელი (ჩერ) 5:0 (1:1)
ფოლგორე (სან)-ლარნაკა (კვი) 1:3 (0:3)
ლუსიტანოსი (ანდ)-დომჟალე (სლო) 1:2 (1:3)
კლიფტონვილი (ჩ. ირ)-დიფერდანჟი (ლუქ) 2:0 (1:1)
კორკ სიტი (ირლ)-ლინფილდი (ჩ.ირ) 1:1 (1:0)
გლენავონი (ჩ.ირ)-რეიკიავიკი (ისლ) 0:6 (1:2).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ცხადაძე გავა შემდეგ ეტაპზე, ასე მგონია
rezo
16:14 08-07-2016
0
გენაცვალეტ ბიწებო
შოთა გუგეშაშვილი
15:18 08-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული