"შახტარის" ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე სათადარიგო იყო და მოედანზე შეხვედრის მეორე ტაიმში გამოჩნდა, როცა ანგარიში ტულელთა სასარგებლოდ 2:0 იყო.
"მატჩის 65-ე წუთამდე "არსენალი" 2:0-ის იგებდა, რის შემდეგაც მოედანზე შემოსულმა გიორგი არაბიძემ პენალტი გამოიმუშავა და თავადვე მოახდინა მისი რეალიზება", - წერს დონეცკელთა ოფიციალური საიტი.