მარსელის "ოლიმპიკს" ჯაბა კანკავას სთავაზობენ

AutoSharing Option
footballclubdemarseille.fr მარსელის "ოლიმპიკს" სატრანსფერო ბაზარზე ჯაბა კანკავას შეძენას ურჩევს:

"ბოლო დროს "მარსელიდან" ბევრი ფეხბურთელი მიდის - სტივ მანდანდა, ნიკოლას ნკულუ, მიში ბატშუაი; მალე წავა ლასანა დიარაც. ვინ შეცვლის მათ? ჩვენ გთავაზობთ კიდევ ერთ ფეხბურთელს", - წერს საიტი.

"ჯაბა კანკავა 30 წლისაა, ის "რეიმსის" წევრია, საყრდენი ნახევარმცველია და დაახლოებით 2,5 მილიონი ევრო ღირს.

მან წარმატებით გაიარა აკლიმატიზაცია ლიგა 1-ის კლუბში, რაც აუცილებლად გამოადგება მის მომავალ კლუბს. მიუხედავად იმისა, რომ "რეიმსი" გავარდა, ჯაბა კანკავას თავი ურიგოდ არ წარმოუჩენია.

რატომ გამოადგება კანკავა "ოლიმპიკს"? პირველი
იმიტომ, რომ მის პოზიციაზე გუნდს ცოტა ფეხბურთელი ჰყავს. "რეიმსის" სპორტულმა დირექტორმა უკვე განაცხადა, რომ კანკავა ლიგა 2-ში არ ითამაშებს და ის იყიდება. კლუბს შემოთავაზებებიც აქვს.

ვფიქრობთ, ახლა ბაზარზე კარგი სიტუაციაა საიმისოდ, რომ კანკავა იაფად, 1-2 მილიონ ევროდ შეიძინოს "ოლიმპიკმა", - წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგ როგორ? გადაიღე სანამ ცხელიაო? :)
0
მარსელი დღეს არაფრით სჯობია რეიმსს და მომავალ სეზონში სავარაუდოდ ლიგა-1ში დარჩენისთვის იბრძოლებს! საქართველოს ნაკრების კაპიტანისთვის რამდენად გამართლებულია ასეთ გუნდებში გადასვლა ??????????
gaston
15:27 09-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული