დმიტრი ალენიჩევი: ჯანო ანანიძეს შეუძლია ცვალოს პოზიციები, როცა უნდა

AutoSharing Option
გუშინ, 9 ივლისს, მოსკოვის "სპარტაკმა", რომლის რიგებშიც ჯანო ანანიძე ასპარეზობს, მორიგი ამხანაგური მატჩი "სარაევოს" წინააღმდეგ გამართა.

მოსკოველებმა ანგარიშით 2:0 იმარჯვეს, ანანიძე კი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 73 წუთი დაყო. როგორც რუსული მედია წერს, ქართველი ნახევარმცველი მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო.

ანანიძე მატჩის მსვლელობის დროს ხშირად იცვლიდა პოზიციებს, რაზეც მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მოსკოველთა მთავარ მწვრთნელ დმიტრი ალენიჩევს კითხეს კიდეც, მან კი შემდეგი პასუხი გასცა:

"ჯანო ანანიძეს ჩემგან აქვს უფლება თვითონ ცვალოს პოზიციები მატჩის მიმდინარეობისას, როცა უნდა. ასეთივეა კვინსი პ
რომესიც".

აღსანიშნავია, რომ "სპარტაკის" შემადგენლობაში საგოლე გადაცემა მიითვალა გიორგი მელქაძემ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯანო ანანიძის ფეხბურთი არ გაიშვას,მან თავისი შესაძლებლობები უკვე ამოწურა.
roma
10:28 11-07-2016
0
ყველა აქებს ამ ანანიძეს, ერთი თამაში გაუვარდება (ისიც სანახევროდ) და ცამდე აიყვანენ. არადა, რეალურად, ერთი საშუალო დონის ფეხბურთელია. მე ამის მაგარი რასაც ჰქვია თამაში არ მახსოვს. ბევრი წერს გადადი სპარტაკიდან - გადადიო. სად უნდა გადავიდეს? სადაც გადავა, დიდი-დიდი 88-ე წუთზე შეცვლაზე შემოიყვანონ-ხოლმე.
Z.LO
11:54 11-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული