გიორგი გველესიანმა "ვოლინის" შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]
AutoSharing Option
უკრაინული "ვოლინის" ახალწვეულმა გიორგი გველესიანმა გოლით გამოიჩინა თავი. სლოვენიურ შეკრებაზე მყოფი "ვოლინი" რუმინულ "პანდურიის" შეხვდა და 1:2 დამარცხდა.
უკრაინელთა ერთადერთი გოლი ქართველმა მცველმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ გველესიანი თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი იყო, მან ბოლო სეზონში 21 მატჩში 2 გოლი გაიტანა.