"ურალის" თავკაცი: გიორგი ჭანტურიას მდგომარეობა დღეისთვის ასეთია...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ ეკატერინბურგის "ურალის" რიგებში პირველი მატჩი ჩაატარა.

ჭანტურიას "ურალი" სლოვენიურ შეკრებაზე ადგილობრივ "რუდარს" შეხვდა და ანგარიშით 0:1 წააგო. ქართველი ფეხბურთელი მატჩში მეორე ტაიმიდან ჩაერთო.

მატჩის შემდეგ "ურალის" მთავარმა მწვრთნელმა ვადიმ სკრიპჩენკომ კლუბის ვებგვერდთან საუბარში შეხვედრა შეაფასა და გიორგი ჭანტურიაზეც ისაუბრა.

- პირველად "ურალის" შემადგენლობაში, მართალია, საკონტროლო მატჩში, მაგრამ მაინც ითამაშა გიორგი ჭანტურიამ. რა შეგიძლიათ თქვათ მის ფუნქციონალურ მდგომარეობაზე?
- მისი ფუნქციონალური მდგომარეობა ოპტიმალური არ არის. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ის მხოლოდ ამ შეკრებაზე შემოგვიერთდა. ჭანტურია მოედანზე
მაშინ გავიდა, როცა მეტოქე გუნდი ცოტა დაღლილი იყო. გათვლა გვქონდა იმაზე, რომ ჭანტურია უნდა გამოსულიყო და დაღლილი მეტოქის ფონზე შემტევ მოქმედებებში მიეღო მონაწილეობა.

პრინციპში, იმ სათამაშო მომენტებით, რაც მას ჰქონდა, კმაყოფილი ვარ.

დადებითი ეპიზოდი იყო, როცა მან მწვავე გადაცემა გააკეთა ჩისამბა ლუნგუზე, რომლის შემდეგ ლუნგუს გატანა შეეძლო. ამ მომენტში შესრულების ოსტატობა მაღალი იყო.

გიორგის მდგომარეობა დღეისთვის ასეთია - რა თქმა უნდა, ის ჯერ მზად არ არის, ბოლომდე ჩაატაროს მატჩი, მაგრამ ნელა-ნელა საწვრთნელი სამუშაოს ხარჯზე ფორმას მოიკრეფს, ჩვენ კი მზად ვართ, საკონტროლო მატჩებში სათამაშო პრაქტიკა მივცეთ, რომ მან სათამაშო ტონუსი შეიძინოს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
უყვარს სმა-ჭამა, ლუდს უნდა ერიდოს საერთოდ სპორტსმენი, ეს კიდევ პირიქით ეტანება
შაკო
11:44 12-07-2016
0
ვერ დაგეთანხმები! სპორტსმენი თუ ვარჯიშობს ნორმალურად არავითარი ჭარბი წონა არ შეაწუხებს რანაირი გენეტიკაც არ უნდა ჰქონდეს! ადამიანს ასუქებს კალორიები,ხოლო ვარჯიშის დროს იწვება ის კალორიები,მითუმეტეს სპორტსმენის საკვებში მეტი პროტეინია ვიდრე კალორიები... ჭანტურია ზარმაცია და თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, ვერ ხვდება რომ თუ არ ივარჯიშა რანაირი ნიჭიერიც არ უნდა იყოს ვერაფერს მიაღწევს!!!ეს მისთვის კიდევ შანსია თუ არ მოუმატა მაქედანაც გამოუშვებენ და ბოლოს ამოყოფს თავს მარტვილის მერანში!
namdvili zaza-s
00:41 12-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული