ლეგიონი ჩემპიონთა ლიგაში: ვაკო გვილიას დებიუტი ბატე-ში შედგა

AutoSharing Option
12 ივლისს ბორისოვოს ბატე-ში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელის, ვაკო (ვალერიან) გვილიას ოფიციალური დებიუტი შედგა.

ბელორუსის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ფინეთის ჩემპიონ "სეინაიოკს" ანგარიშით 2:0 სძლია. 22 წლის ქართველი ნახევარმცველი მოედანზე შეხვედრის მიწურულს, 84-ე წუთზე შევიდა.

ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება ფინეთში 19 ივლისს შედგება.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ბორისოვოს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდრ ერმაკოვმა გვილიაზეც ისაუბრა:

- როგორ შეაფასებთ გვილიას დებიუტს? რატომ ათამაშეთ მხოლოდ მატჩის მიწურულს?
- გვილია დიდი ხანი არაა, რაც გუნდშია, ჩვენ კი იმ ფეხბურთელებს ვენდეთ, რომლებსაც უფრო
კარგად ვიცნობთ და აქვთ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის გამოცდილება. ვალერიანს ყველაფერი წინ აქვს. დარწმუნებული ვარ, ის ევროთასებზე გამოგვადგება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ვაკო!!! გუშინ ვუყურე თამაშის მეორე ტაიმს იმედი მქონდა შემოიყვანდა მწვრთნელი და ასეც მოხდა..გამოჩნდა რო გუნდში მეგობრულად მიიღეს და საჯარიმო დარტყმაც შეასრულა კარგი იქნებოდა გოლი გასულიყო..დარჩენილი დრო საკმაოდ აქტიურად ჩაატარა..ასე გააგრძელე იმედია მალე პირველ ნაკრებში გნახავთ
LFC1892
13:00 13-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული