შოთა არველაძე: მე და ცხადაძე მეგობრები ვართ, ეს კი მეტია, ვიდრე ნათესაობა

AutoSharing Option
დღეს, 14 ივლისს, ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველი მწვრთნელების, კახა ცხადაძისა და შოთა არველაძის გაწვრთნილი გუნდების, შესაბამისად, ალმათის "ქაირათისა" და თელ-ავივის "მაკაბის" პირველი მატჩი გაიმართება. ამ დაპირისპირებას უკვე უწოდეს "ქართული დერბი".

მატჩი ალმათის ცენტრალურ სტადიონზე თბილისის დროით 18:45 სთ-ზე დაიწყება.

ებრაული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ეროვნულ ნაკრებში ყოფილ თანაგუნდელთან დაპირისპირების წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ყაზახური მედიის ცნობით, ქართველი სპეციალისტი კარგ ხასიათზე იყო და ბევრს ხუმრობდა.

"ალმათიმდე რთული მგზავრობა გამოგვივიდა. ორჯერ გადაჯდომა დაგვჭირდა - ერთ-ერთი ბათუმში და ეს არცთუ ცუდი იყო!
მოკლედ, ვიარეთ მატარებლით, ვიარეთ მანქანით, ვიარეთ ცხენით და ბოლოს, ჩამოვაღწიეთ.

რაც შეეხება მომავალ მატჩს, ჩვენთვის უფრო ძნელი იქნება, ვიდრე მეტოქისათვის. ყაზახეთში სეზონი გახურებულია, ჩვენ კი ახლა დავიწყეთ. მიუხედავად ამისა, იმედი გვაქვს, კარგად და წარმატებით ვითამაშებთ.

"ქაირათის" სუსტ მხარეებს არ გამოვამზეურებ, ამას ჩემთვის შემოვინახავ. სამაგიეროდ, ვისაუბრებ ძლიერ მხარეზე - ეს გუნდის თავდასხმაა. "ქაირათი" გუნდურად კარგად თამაშობს. ყველამ იცის არშავინი და ტიმოშჩუკი, ვნახე ისაელიც - კარგი ფეხბურთელია!

იოლი თამაში არ იქნება, მაგრამ გუნდი ჩვენც კარგი გვყავს და ვითამაშებთ!

მე და კახა ცხადაძეს ძალიან, ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. საქართველოში კი მეგობარი მეტია, ვიდრე - ნათესავი. მოგეხსენებათ, ნათესავებს არ ირჩევენ, აი, მეგობარს კი.... თავადაც მოგეხსენებათ".

- კახა ცხადაძე: მე და შოთა მეგობრობას ცოტა ხნით გვერდზე გადავდებთ
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაზე მაგარი ფეხბურტელი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული