ჯანო ანანიძეს "სპარტაკში" ერთ-ერთ მწვრთნელად ანტონიო კონტეს ასისტენტი დაუნიშნეს

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკი", რომლის რიგებშიც ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ასპარეზობს, 24-კაციანი შემადგენლობით გერმანულ შეკრებაზე გაემგზავრა. გუნდთან ერთად ქალაქ მიუნხენში ანანიძეც გაემგზავრა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში წასვლამდე "სპარტაკმა" ავსტრიული შეკრება გაიარა, სადაც ქართველი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი იყო მოსკოველთა შემადგენლობაში.

აქვე აღსანიშნავია, რომ მიუნხენის აეროპორტში "სპარტაკს" მასიმო კარერა შეუერთდა, რომელიც დმიტრი ალენიჩევის სამწვრთნელო შტაბში შევიდა. აქამდე კარერა ანტონიო კონტეს ასისტენტი იყო იტალიის ეროვნულ ნაკრებში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული