ლეგიონი ევროპალიგაზე: ცხადაძე და არველაძე "ქართული დერბიში" დაზავდნენ
AutoSharing Option
14 ივლისს ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს კახა ცხადაძის ალმათის "ქაირათი" და შოთა არველაძის თელ-ავივის "მაკაბი" დაუპირისპირდნენ.
"ქართულ დერბი" ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ანგარიში 29-ე წუთზე "ქაირათის" ფორვარდმა ანდრეი არშავანმა გახსნა, მაგრამ მატჩის მიწურულს, 90-ე წუთზე იოსი ბენაიონმა გათანაბრება შეძლო.
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 21 ივლისს, უკვე თელ-ავივში გაიმართება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.