ყაზახეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში საუკეთესო ინდივიდუალური მაჩვენებლები გოგიტა გოგუას აქვს

AutoSharing Option
ყაზახეთის საფეხბურთო პროფლიგის პრესსამსახურმა, კომპანია Instat-ის ანალიზის საფუძველზე, ჩემპიონატის 21-ე ტურის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა და სასიხარულოა, რომ საუკეთესო ინდივიდუალური ტექნიკურ-ტაქტიკური მაჩვენებლები შიმკენტის "ორდაბასის" ქართველ ლეგიონერს, გოგიტა გოგუას აღმოაჩნდა.

sports.kz-ის ცნობით, "თარაზის" წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში გოგუას ანგარიშზე 140 ტექნიკურ-ტაქტიკური მოქმედება იყო, რომელთაგან 109 წარმატებული აღმოჩნდა.

17 ივლისს გამართულ "ორდებასი"-"თარაზის" მატჩში გამარჯვება სტუმრებს დარჩათ (0:3). გოგუასთან ერთად შეუცვლელად ითამაშა გუნდის მეორე ქართველმა ლეგიონერმა ოთარ მარცვალაძემ. შიმკენტის გუნდს ყაზახეთის ჩემიონატის სატურნირო ცხრილში 32 ქულით მეხუთე ადგილი უკავია.

ცნობისთვის, ტურის საუკეთესო ფეხბურთელად, ყველა ინდივიდუალური მაჩვენებლების
გათვალისწინებით, კახა ცხადაძის გაწვრთნილი ალმათის "ქაირათის" თავდამსხმელი ლეანდრე ტავამბა დასახელდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
დააბრუნეთ გოგუა ნაკრებში!!!!!!!!!!!!!
0
ქუთაისელს ვეთანხმები.ცოტა ხასიათზე უნდა იმუშაოს თორე არ გამოვა არაფერი. ისე 100% იხარჯება მოედანზე
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული