"ხიმნასტიკი" ამხანაგურად ესპანეთის ლა ლიგის წარმომადგენელ "ვილიარეალს" დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1:2 დამარცხდა. კაკაბაძე გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
გუნდის მეორე ქართველი, გიორგი აბურჯანია კი სათადარიგო იყო და მოედანზე არ გამოჩენილა.