ტარაგონას "ხიმნასტიკში" ოთარ კაკაბაძის დებიუტი შედგა

AutoSharing Option
გუშინ, 20 ივლისს, ტარაგონას "ხიმნასტიკში" დებიუტი ჰქონდა გუნდის ქართველ მცველ ოთარ კაკაბაძეს.

"ხიმნასტიკი" ამხანაგურად ესპანეთის ლა ლიგის წარმომადგენელ "ვილიარეალს" დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1:2 დამარცხდა. კაკაბაძე გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

გუნდის მეორე ქართველი, გიორგი აბურჯანია კი სათადარიგო იყო და მოედანზე არ გამოჩენილა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ბიჭი,ოთარ კაკაბაძე, თუ თავში არ აუვარდა და სხვებივით სელფებით არ დაკავდა სოცქსელებში, დიდ ფეხბურთს ითამაშებს, ესპანეთის სეგუნდა მისთვის უდიდესი გამოწვევა და ტრამპლინია. მინდა ვუსურვო მალე გრანდებში ეთამაშოს და ითამაშებს კიდეც, დარწმუნებული ვარ მთაარია თავი არ დაზოგოს,მხოლოდ ფეხბურთზე იფიქროს და მხითარიანი მაგალითად ჰყავდეს. ჭაბუკთა ნაკრების თამაშებს რონ ვუყურებდი, ჩემი აზრით, კაკაბაძე ყველაზე გამორჩეული იყო. ღმერთი შენსკენ, ოთარ.
kutaisski
16:22 21-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული