საბურთალო-ეთნიკოსი 2:1 - ნიკა კაჭარავამ "საბურთალოს" გაუტანა

AutoSharing Option
21 ივლისს, საფეხბურთო კლუბმა "საბურთალომ" ბულგარულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი კვიპროსის პირველი ლიგის ბინადარ "ეთნიკოსთან" გამართა, რომლის რიგებშიც ნიკა კაჭარავა ასპარეზობს.

"საბურთალომ" მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში "ეთნიკოსმა" გახსნა - თავი სწორედ ქართველმა ნიკა კაჭარავამ გამოიჩინა. მეორე ნახევარში კი გიორგი ხარაიშვილმა და გიორგი ბუხაიძემ გაიტანეს.

მორიგ საკონტროლო შეხვედრას "საბურთალო" 23 ივლისს მაკედონიის "პელისტერთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული