წლის ტრანსფერის მოლოდინში: გიორგი აბურჯანია "სევილიას" სამიზნეა!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ტარაგონას "ხიმნასტიკის" ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ კარიერა, შესაძლოა, ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელოს.

კატალონიური საიტის lesportiudecatalunya.cat-ის ინფორმაციით, 21 წლის ქართველი ფეხბურთელით "სევილია" დაინტერესდა. წყაროს ცნობით, კლუბი მზადაა "ხიმნასტიკს" გადაუხადოს ის თანხა, რომელსაც კლუბი ქართველის სანაცვლოდ მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ აბურჯანია "ხიმნასტიკში" მიმდინარე წლის ზამთარში "ანართოსისიდან" გადაბარგდა და მოკლე ხანში, გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელადაც იქცა.

"სევილიამ" გასულ სეზონში ევროპალიგა მოიგო, ლა ლიგა კი მე-7 ადგილზე დაასრულა. წელს ანდალუსიური გუნდი ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს, მანამდე კი უეფას სუპერთასის მატჩში მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რას ღადაობთ ვერ ვხვდები, ჯერ ერთი აბურჯანია ფლანგის მოთამაშე არ ის საყრდენი ნახევარ მცველია. კოლოპლიანკა კი განაპირა ნახევარ მცველი და თუ ელემენტარული არ იცით ხმას მაინც ნუ იგღებთ.სხვა თემაა ეს იმფორმაცია კიდე თუ მართალია.
simartle
23 ივლისი 2016 14:48
0
ბიჯო რა სევილია რეებს ბოდიალობთ?
და კონიპლიანკა უნდა დასვას სკამზე ამან ? ? ? :D
ერთი ჩანტურიაა სულ გრანდში და ბოლოს რუსეთში ამოყო თავი :D
ika
23 ივლისი 2016 14:20
0
მის შეძენა ბარსაშიც სურთ, ფლანგის გაძლიერბისთვის,,
დათა
23 ივლისი 2016 13:33
0
ამ ჟურნალისტების ,,მჭერმეტყველების,, გამოცდილებით,მეშინია რუსეთის ცენტრალურ ზონაში არ აღმოჩნდეს! თუ მართალია ,წარმატებები გიოს!
ნუ ბლოკავთ კომენტარებს! გამოაქვეყნეთ! ნუ ბლოკავთ!
თორნიკე
23 ივლისი 2016 13:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული