გუნდის ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ტარაგონელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმი ჩაატარა. რაც შეეხება გუნდის მეორე ქართველ, ოთარ კაკაბაძეს, ის სათადარიგო იყო და მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა.
მომდევნო შეხვედრას "ხიმნასტიკი" 27 ივლისს "ასკოს" წინააღმდეგ გამართავს.