ტრანსფერი: საბა კვირკველიას რუსული ვარიანტი გამოუჩნდა

AutoSharing Option
რუსული "სპორტ ექსპრესის" ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველი საბა კვირკველია, შესაძლოა, მოსკოვის "სპარტაკში" აღმოჩნდეს.

ქართველ მცველს ყაზანელებთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, მოსკოველები მზად არიან, გამოისყიდონ კვირკველიას ტრანსფერი.

ამასთანავე, მოსკოვური გუნდი "ლოკომოტივის" მცველ ვედრან ჩორლუკათია დაინტერესებული, მაგრამ დიდი ალბათობით, ხორვატი მცველი რუსეთის პრემიერლიგას წელს დატოვებს. ამიტომ "სპარტაკის" მთავარი სამიზნე საბა კვირკველიაა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის "სპარტაკის" ღირსებას საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე იცავს, გუნდს კი დმიტრი ალენიჩევი წვრთნის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საკვირველი იქნებოდა დეპორტივოს, თუნდაც სტოკ სითის რო გამოეჩინა ინტერესი
სახელი
14:10 27-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული