აკაკი ხუბუტია: მპირდებიან რაღაცებს და ვნახოთ...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი აკაკი ხუბუტია (20 მატჩი ნაკრებში) უგუნდოდაა.

30 წლის ფეხბურთელი ბოლოს სლოვაკეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადარ "მიხალოვცეში" თამაშობდა, მერე იქიდან წამოვიდა და ახალ ნავსაყუდელს ეძებს.

სხვადასხვა დროს ხუბუტიას ლიტვის, რუმინეთის, რუსეთისა და თურქეთის უმაღლესი ლიგის გუნდებში უთამაშია.

"მოლოდინის რეჟიმში ვარ. მპირდებიან რაღაცებს და ვნახოთ... როგორც კი რაიმე სიახლე იქნება, ყველა გაიგებს", - უთხრა ხუბუტიამ "ლელოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული