"რაპიდის" სპორტული დირექტორი: გიორგი ქვილითაიას უკვე შევუთანხმდით

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფორვარდი გიორგი ქვილითაია კარიერას, სავარაუდოდ, ვენის "რაპიდში" გააგრძელებს.

"ჩვენ მას უკვე შევუთანხმდით", - ადასტურებს კლუბის სპორტული დირექტორი ანდრეას მიულერი "კრონესთვის" მიცემულ ინტერვიუში.

როგორც ირკვევა, 22 წლის ქართველს "რაპიდში" ნახევარი წელია აკვირდებიან. გასულ სეზონში ქვილითაიამ 24 გოლი გაიტანა და თბილისის "დინამოს" ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

აქვე გეტყვით, რომ 28 ივლისს "რაპიდი" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად "ტორპედო ჟოდინოს" შეხვდა. მატჩი უგოლო ფრით დასრულდა.

გასულ სეზონში "რაპიდმა" ავსტრიის ჩემპიონატი 65 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა.

მომზადებულია boerse-express.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
- Kurier: ვენის "რაპიდს" გიორგი ქვილითაია სურს
მკითხველის კომენტარები / 11 /
თუ წაიყვანეს უნდა წავიდეს. ფეხბურთის თამაშს მაინც ასწავლიან. საქართველოს ჩემპიონატში გოლის გატანა ფეხბურთელობას არ ნიშნავს. ევროპის თასებზე კი გამოჩნდა რომ როგორც ფეხბურთელი არაფერს წარმოადგენს და იმედია ავსტრიელები ასწავლიან, მე პირადად მომწონს "რაპიდი"მიუხედავად შედეგისა ყოველთვის აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს და თავდამსხმელისთვის მისწრებაა ასეთ გუნდში გადასვლა. ყველა ქართველს გაუხარდება მაგის წარმატება და ისიც ყველამ იცის რომ აქ ამ დონეზე მეტს ვეღარ აქაჩავს.
........
30 ივლისი 2016 10:05
0
შოთა გუგეშაშვილი-ს. რას ქვია უშვებს. არ გაუშვებს და ძალიანაც დააშავებს. ახალგაზრდა მზარდი ფეხბურთელია და უნდა წავიდეს აუცილებლად. მან ჩვენს ჩემპიონატში ამოწურა თავისი შესაძლებლობები. ავსტრიაში მიდის, ავსტრიაში, გაივე ვი...ოოოო. ევროპაა, ევროპაააააა!! გაიგე, ჯო!!!
micko
29 ივლისი 2016 16:44
0
ლოკომოტივი მოსკოვის დონის გუნდი არაა რაპიდი წესკასე არაფერს ვამბობ
შოთა გუგეშაშვილი
29 ივლისი 2016 15:57
0
ფიფიას ტვინში ჯამახედა ერტი ქვილიტაიას ყიდის და გელაშვილს ტოვებს ეს კაწი გვეკაიფება
შოთა გუგეშაშვილი
29 ივლისი 2016 15:53
0
აბა დინამოს ლიგაზე რაღა უნდა თუ კაი ფეხბურთელები გაყიდა
vb
29 ივლისი 2016 15:35
0
მთავარია გელაშვილი ხო გვყავს
Dinamo
29 ივლისი 2016 15:00
0
კარგი ტრანსფერია რაპიდი ძლიერი გუნდია ასეთ კარგ გუნდებში უნდა გადადიოდენ ქართველი ფეხბურთელები და არა რუსეთის მეორე ლიგაში,ეს წაადგება თვითონ ფეხბურთელსაც და ეროვნულ ნაკრებსაც სადაც ფორვარდის პრობლემაა.წარმატებები ბევრი გოლი გაეტანოს.
bebeto
29 ივლისი 2016 14:54
0
ლოოოოლზ! რა ხდება? ჯანზე იყო და არ გაყვა? გთხოვ დაწერე პასუხი!
gela
29 ივლისი 2016 14:46
0
საგოლ ქვილიტაია ვითOმ მოგვაუე ტრავმა ქონდაო და მაგიტო არ გაყვაო
ლოოოოოოლზ
loooolz
29 ივლისი 2016 14:13
0
გიორგის დიდი წარმატებები! იმედია, მალე ძალიან გაგვახარებ და კიდევ უფრო ძლიერი კლუბები მოისურვებენ შენთან თანამშრომლობას! გიორგის წყალი კიდევ ბევრ ახალგაზრდას გადაესხას!
ნოდარი
29 ივლისი 2016 14:12
0

სიახლეები პოპულარული