"რაპიდის" სპორტული დირექტორი: გიორგი ქვილითაიას უკვე შევუთანხმდით

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფორვარდი გიორგი ქვილითაია კარიერას, სავარაუდოდ, ვენის "რაპიდში" გააგრძელებს.

"ჩვენ მას უკვე შევუთანხმდით", - ადასტურებს კლუბის სპორტული დირექტორი ანდრეას მიულერი "კრონესთვის" მიცემულ ინტერვიუში.

როგორც ირკვევა, 22 წლის ქართველს "რაპიდში" ნახევარი წელია აკვირდებიან. გასულ სეზონში ქვილითაიამ 24 გოლი გაიტანა და თბილისის "დინამოს" ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

აქვე გეტყვით, რომ 28 ივლისს "რაპიდი" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად "ტორპედო ჟოდინოს" შეხვდა. მატჩი უგოლო ფრით დასრულდა.

გასულ სეზონში "რაპიდმა" ავსტრიის ჩემპიონატი 65 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა.

მომზადებულია boerse-express.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
- Kurier: ვენის "რაპიდს" გიორგი ქვილითაია სურს
მკითხველის კომენტარები / 11 /
მაყუთი დადონ და ეგეთებს ბევრს გამოუშვებთ
Dinamo
14:02 29-07-2016
0
გიორგის დიდი წარმატებები! იმედია, მალე ძალიან გაგვახარებ და კიდევ უფრო ძლიერი კლუბები მოისურვებენ შენთან თანამშრომლობას! გიორგის წყალი კიდევ ბევრ ახალგაზრდას გადაესხას!
ნოდარი
14:12 29-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული