"დრეზდენის "დინამომ" მოიწვია მოლაპარაკებაზე აკაკი გოგია. ახლა კლუბი ინტენსიურ მოლაპარაკებას ასრულებს "ბრენტფორდთან" გოგიას ტრანსფერზე", - წერს საიტი.
"ჩვენი მიზანი "ანდის" გერმანიაში დაბრუნებაა. დრეზდენისთვის ეს დიდი მონაპოვარი იქნება. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდება და ტრანსფერს უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ", - განაცხადა "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა რალფ მინგემ.
24 წლის გოგიას "ბრენტფორდთან" კონტრაქტი 2019 წლამდე აქვს. მისი კარიერა ინგლისში ვერ აეწყო. გოგია გერმანიის მოქალაქეა, მაგრამ მან მზადყოფნა
შეგახსენებთ, რომ 2006-07 წლებში მინგე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი იყო. დრეზდენის "დინამო" მეორე ბუნდესლიგაშია.