გუნდის ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 28-ე წუთზე ანგარიში სწორედ მან გახსნა. დონეცკელთა ოფიციალური საიტის ცნობით, არაბიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზუსტი დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა.
მთავარმა მწვრთნელმა არაბიძე მოედნიდან 78-ე წუთზე გაიყვანა.
2 ტურის შემდეგ "შახტარის" 21-წლამდელთა გუნდი 6 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს.