გუშინ, 30 ივლისს, გიორგი აბურჯანიასა და ოთარ კაკაბაძის ტარაგონას "ხიმნასტიკი" ამხანაგურ შეხვედრაში "სარაგოსას" დაუპირისპირდა. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
აბურჯანია და კაკაბაძე მოედანზე 55-ე წუთზე შევიდნენ.
აღსანიშნავია, რომ გუშინვე "ხიმნასტიკმა" ახალი ფორმატით, თავის ფანებს გუნდი წარუდგინა. ახალი ფორმატის თანახმად, ფანებს ფეხბურთელებთან გასაუბრება და მათთან სამახსოვრო ფოტოების გადაღება შეეძლოთ.