რა დააკლდა სანდრო კობახიძეს უკრაინაში ტურის გმირობამდე?

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატში "ოლექსანდრიამ" 3:2 დაამარცხა "ვორსკლა". დამარცხებულ პოლტაველთა რიგებში საუკეთესო სანდრო კობახიძე იყო, რომელმაც ორი საგოლე პასი მიითვალა და ერთი საგოლე შანსიც ჰქონდა.

ქართველი ნახევარმცველი უკრაინულმა მედიამ ტურის სიმბოლურ ნაკრებებში შეიყვანა.

ua-football.com-მა სანდრო II ტურის სიმბოლურში დაასახელა. "პოლტაველებმა, ალბათ, თავიანთ ერთ-ერთ კონკურენტთან წააგეს ექვსეულისთვის ბრძოლაში. მაგრამ ალბათ, ქართველი ერთადერთია, რომლის მიმართაც პრეტენზიები არ უნდა იყოს. მისმა ჩაწოდებებმა მარცხენა ფლანგიდან ორჯერ გამოიღო შედეგი. აი, თავადაც რომ გაეტანა ბოლოს, ტურის მთავარი გმირი გახდებოდა".

აღსანიშნავია, რომ ამ გამოცემამ
კობახიძე I ტურის სიმბოლურშიც შეიყვანა.

კობახიძე კიდევ ერთი ვერსიით, football.ua-ს მიხედვით მოხვდა ტურის სიმბოლურში. "ქართველი ფეხბურთელი საუკეთესო იყო "ვორსკლას" რიგებში. მან ორი საგოლე პასი მიითვალა. კობახიძეს თავადაც შეეძლო გატანა, მაგრამ ნოვაკმა დიდებულად ითამაშა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული