გიორგი ქვილითაია ავსტრიაშია და "რაპიდის" მატჩს დაესწრება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" 22 წლის ფორვარდი გიორგი ქვილითაია ავსტრიაშია, სადაც იქაური ბუნდესლიგის ბინადარ ვენის "რაპიდთან" აწარმოებს მოლაპარაკებას.

დიდი ალბათობით, საქმე კონტრაქტის გაფორმებით დასრულდება. ავსტრიული კლუბი წერილობით დასტურს ელის თბილისის "დინამოსგან" და ამის შემდეგ ტრანსფერი ოფიციალურად შევა ძალაში.

ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა ფეხბურთელის წასვლამ თბილისის "დინამოდან" მაშინ, როცა გუნდმა დღეს ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპის საპასუხო მატჩი უნდა ითამაშოს ზაგრების "დინამოსთან".

როგორც შევიტყვეთ, ქვილითაია ტრავმის გამო ვერანაირად ვერ ითამაშებდა ზაგრებელთა წინააღმდეგ.

ამიტომ "რაპიდმა" ის მოსალაპარაკებლად მიიწვია. ჩვენი ინფორმაციით, ქვილითაია
დაესწრება ვენაში გასამართ ევროპალიგის მატჩს, რომელშიც "რაპიდი" ბელორუსის "ჟოდინოს" ეთამაშება.

შეგახსენებთ, რომ მას უკვე აქვს უცხოეთში თამაშის გამოცდილება. თავის დროზე ის უნგრული "დიორი ეტოს" ღირსებას იცავდა ორ სხვადასხვა პერიოდში, საქართველოს ნაკრებში კი 3 მატჩი აქვს ჩატარებული.

- იურაი იარაბეკი ქვილითაიაზე: ასეთ დროს ჩვენ ფეხბურთელებს ვყიდით

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ ტრანსფერით დინამო შეტევაში უფრო დასუსტება.
გოგი
12:22 02-08-2016
0
მივესალმები. ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბუპთელია და უმჯობესია ევროპაში აიმაღლოს კლასი. სად ავსტრიის და სად საქართველოს ჩემპიონატი.
გიგა
17:21 02-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული