გიორგი ქვილითაია: "რაპიდთან" ერთად ტიტულების მოგება მსურს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" 22 წლის ფორვარდი გიორგი ქვილითაია ვენის "რაპიდის" ფეხბურთელია, მან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა ავსტრიულ კლუბთან.

გუშინ ქართველმა ფორვარდმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება, დღეს კი კონტრაქტიც გაფორმდა 2020 წლის ზაფხულამდე. ოფიციალური წყარო სატრანსფერო თანხას არ ასახელებს.

დღეს ქვილითაია ავსტრიულ მედიას "რაპიდის" სპორტულმა დირექტორმა ანდრეას მიულერმა წარუდგინა:

"სასიხარულოა, რომ თბილისის "დინამოსთან" გიორგის ტრანსფერზე შეთანხმებას მივაღწიეთ. მას დიდი ხანია, ვაკვირდებით. ის ნამდვილი გოლეადორია და კარგად შეუძლია მეორე სართულზე თამაში.

ახალ ფეხბურთელს დრო ესაჭიროება ახალ კლუბში აკლიმატიზაციისთვის. მას ეს დრო ექნება, შემდეგ კი
იმედი გვაქვს, რომ ის ბევრ სიხარულს მოგვიტანს", - განაცხადა მიულერმა.

"ძალიან მიხარია, რომ გადავედი "რაპიდში", კლუბში, რომელიც ისევე ცნობილია ევროპაში, როგორც ჩემი მშობლიური "დინამო".

დიდი გამოწვევაა ჩემ წინაშე და იმედი მაქვს, მწვანე მაისურით თამაში მალე მომიწევს.

გასული სეზონი თბილისის "დინამოში" გავატარე და ჩემპიონობა და თასი მოვიგე. ჩემი მიზანია, ტიტულები მომავალი 4 წლის განმავლობაში "რაპიდთან" ერთად მოვიპოვო", - განაცხადა ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, რომ ქვილითაიამ გასულ სეზონში 29 მატჩში 24 გოლი გაიტანა და უმაღლესი ლიგის ბომბარდირი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
"ახალ ფეხბურთელს დრო ესაჭიროება ახალ კლუბში აკლიმატიზაციისთვის. მას ეს დრო ექნება"-ო, ჩვენთანაა მხოლოდ 3 თამაშში გუნდის ლიდერობას რომ თხოვენ ლეგიონერებს ))
kote
22:06 04-08-2016
0
eh-ს

თუ არ იცი არ უნდა აფრქვიო სიბრძნე, საკვალიფიკაციოზე ნათამაშები აქვს დინამოს შემადგენლობაში და ჯგუფურ ეტაპამდე არ შეუძლია თამაში...
mefe333
20:38 04-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული