გუშინ ქართველმა ფორვარდმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება, დღეს კი კონტრაქტიც გაფორმდა 2020 წლის ზაფხულამდე. ოფიციალური წყარო სატრანსფერო თანხას არ ასახელებს.
დღეს ქვილითაია ავსტრიულ მედიას "რაპიდის" სპორტულმა დირექტორმა ანდრეას მიულერმა წარუდგინა:
"სასიხარულოა, რომ თბილისის "დინამოსთან" გიორგის ტრანსფერზე შეთანხმებას მივაღწიეთ. მას დიდი ხანია, ვაკვირდებით. ის ნამდვილი გოლეადორია და კარგად შეუძლია მეორე სართულზე თამაში.
ახალ ფეხბურთელს დრო ესაჭიროება ახალ კლუბში აკლიმატიზაციისთვის. მას ეს დრო ექნება, შემდეგ კი
"ძალიან მიხარია, რომ გადავედი "რაპიდში", კლუბში, რომელიც ისევე ცნობილია ევროპაში, როგორც ჩემი მშობლიური "დინამო".
დიდი გამოწვევაა ჩემ წინაშე და იმედი მაქვს, მწვანე მაისურით თამაში მალე მომიწევს.
გასული სეზონი თბილისის "დინამოში" გავატარე და ჩემპიონობა და თასი მოვიგე. ჩემი მიზანია, ტიტულები მომავალი 4 წლის განმავლობაში "რაპიდთან" ერთად მოვიპოვო", - განაცხადა ქვილითაიამ.
შეგახსენებთ, რომ ქვილითაიამ გასულ სეზონში 29 მატჩში 24 გოლი გაიტანა და უმაღლესი ლიგის ბომბარდირი გახდა.