ლეგიონი ევროპალიგაზე: არველაძე, კვეკვესკირი და ყენია პლეი ოფში

AutoSharing Option
4 აგვისტოს ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩებში ქართველების გუნდებმაც ითამაშეს.

პლეი-ოფში გავიდა შოთა არველაძის "მაკაბი" . ებრაულმა კლუბმა პირველი მატჩი გასვლაზე 3:1 მოუგო რუმინულ "პანდურიის", შინ კი შედარებით მოკრძალებული ანგარიშით (2:1) იმარჯვა. თელავიველთა მხრიდან გოლები იგებორმა და სკარიონემ გაიტანეს.

ტურნირს დაემშვიდობა სანდრო კობახიძის "ვორსკლა". პოლტაველებმა პირველი შეხვედრა ხორვატიაში ფრედ (0:0) ითამაშეს ზაგრებულ "ლოკომოტივასთან", საკუთარ მოედანზე კი 2:3 დამარცხდნენ. კობახიძე (90 წუთი) ძირითადში იყო და სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა პერიჩის ავტოგოლი 48-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 გახდა და უკრაინელებს თამაშის
გადარჩენის იმედი გაუჩნდათ, მაგრამ... რამდენიმე წუთში მეორე გოლი გაუშვეს და საბოლოოდ მოხდა ის, რაც თავშივე ვთქვით.

პლეი ოფშია ნიკა კვეკვესკირის "გაბალა". აზერბაიჯანულმა კლუბმა პირველი მატჩი გასვლაზე 1:1 ითამაშა ფრანგულ "ლილთან", შინ კი 1:0 მოიგეს. ამგვარად, რომან გრიგორჩუკის შეგირდები დღეს ახალ მეტოქეს დაელოდებიან. კვეკვესკირმა სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო.

ყველასთვის მოულოდნელად, კვიპროსულ აეკ-თან საგარეო ფრის (1:1) შემდეგ მოსკოვის "სპარტაკი" შინ 0:1 დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა. ჯანო ანანიძე შესვენებისას შეცვალეს.

ევროპალიგას დაემშვიდობა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ბერძნული აეკ-იც. ბერძნებმა პირველი მატჩი 0:0 ითამაშეს ფრანგულ "სენტ ეტიენთან", თუმცა შინ ვეღარ ივარგეს - 0:1.

პლეი ოფში გავიდა ლევან ყენიას "სლავია". ჩეხებს პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში 0:0 ჰქონდათ ნათამაშები პორტუგალიურ "რიუ ავესთან", რომელსაც სტუმრადაც დაუზავდნენ, ოღონდ სათავისო ანგარიშით - 1:1. ყენია განაცხადში იყო.

ევროპალიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი. სხვა მატჩები
მიდტიულანდი-ვიდეოტონი 1:1 დდ (1:0)
ჰიკ-გიოტებორგი 0:2 (2:1)
ნომე კალიუ-ოსმანლისფორი 0:2 (0:1)
კრასნოდარი-ბირკირკარა 3:1 (3:0)
სპარტაკი-ლარნაკა 0:1 (1:1)
აიკ-პანათინაიკოსი 0:2 (0:1)
აროუკა-ჰერაკლესი 0:0 (1:1)
ბეითარი-იელგავა 3:0 (1:1)
გაბალა-ლილი 1:0 (1:1)
ბოლესლავი-შკენდია 1:0 (0:2)
იანინა-ალკმაარი 1:2 (0:1)
ვორსკლა-ლოკომოტივა 2:3 (0:0)
ტრნავა-აუსტრია 0:1, პენ 4:5 (1:0)
სონდერიისკე-ზაგლებიე 1:1 (2:1)
აპოლონი-გრასჰოპერსი 3:3 დდ (1:2)
მაკაბი (თ-ა)-პანდურიი 2:1 (3:1)
დინამო (მნ)-ვოივოდინა 0:2 (1:1)
აეკ-სტ. ეტიენი 0:1 (0:0)
ბრონდბიუ-ჰერტა 3:1 (0:1)
ვიტორული-გენტი 0:0 (0:5)
მარიბორი-აბერდინი 1:0 (1:1)
რიეკა-ბაშაქშეჰირი 2:2 (0:0)
ჰაიდუკი-ოლეკსანდრია 3:1 (3:0)
სასუოლო-ლუცერნი 3:0 (1:1)
კორკი-გენკი 1:2 (0:1)
ვესტ ჰემი-დომჟალე 3:0 (1:2)
რიუ ავე-სლავია 1:1 (0:0)
რაპიდი-ჟოდინო 3:0 (0:0)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ვისთან ვითხოვდით სამტრედიას გავლას გაბალამ ერთი თამაში ისიც სამტრედიასთან წააგო უკვე აზერულ პრესაში დაიწერა ვინც გაბალამ გაიარა ამათ შორის სამტრედია ყველაზე მობილური გუნდი ჩანდაო.
samtredski
14:55 05-08-2016
0
ვისთან ვითხოვდით სამტრედიას გავლას გაბალამ ერთი თამაში ისიც სამტრედიასთან წააგო უკვე აზერულ პრესაში დაიწერა ვინც გაბალამ გაიარა ამათ შორის სამტრედია ყველაზე მობილური გუნდი ჩანდაო.
samtredski
14:51 05-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული