ლეგიონი ევროპალიგაზე: არველაძე, კვეკვესკირი და ყენია პლეი ოფში

AutoSharing Option
4 აგვისტოს ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩებში ქართველების გუნდებმაც ითამაშეს.

პლეი-ოფში გავიდა შოთა არველაძის "მაკაბი" . ებრაულმა კლუბმა პირველი მატჩი გასვლაზე 3:1 მოუგო რუმინულ "პანდურიის", შინ კი შედარებით მოკრძალებული ანგარიშით (2:1) იმარჯვა. თელავიველთა მხრიდან გოლები იგებორმა და სკარიონემ გაიტანეს.

ტურნირს დაემშვიდობა სანდრო კობახიძის "ვორსკლა". პოლტაველებმა პირველი შეხვედრა ხორვატიაში ფრედ (0:0) ითამაშეს ზაგრებულ "ლოკომოტივასთან", საკუთარ მოედანზე კი 2:3 დამარცხდნენ. კობახიძე (90 წუთი) ძირითადში იყო და სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა პერიჩის ავტოგოლი 48-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 გახდა და უკრაინელებს თამაშის
გადარჩენის იმედი გაუჩნდათ, მაგრამ... რამდენიმე წუთში მეორე გოლი გაუშვეს და საბოლოოდ მოხდა ის, რაც თავშივე ვთქვით.

პლეი ოფშია ნიკა კვეკვესკირის "გაბალა". აზერბაიჯანულმა კლუბმა პირველი მატჩი გასვლაზე 1:1 ითამაშა ფრანგულ "ლილთან", შინ კი 1:0 მოიგეს. ამგვარად, რომან გრიგორჩუკის შეგირდები დღეს ახალ მეტოქეს დაელოდებიან. კვეკვესკირმა სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო.

ყველასთვის მოულოდნელად, კვიპროსულ აეკ-თან საგარეო ფრის (1:1) შემდეგ მოსკოვის "სპარტაკი" შინ 0:1 დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა. ჯანო ანანიძე შესვენებისას შეცვალეს.

ევროპალიგას დაემშვიდობა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ბერძნული აეკ-იც. ბერძნებმა პირველი მატჩი 0:0 ითამაშეს ფრანგულ "სენტ ეტიენთან", თუმცა შინ ვეღარ ივარგეს - 0:1.

პლეი ოფში გავიდა ლევან ყენიას "სლავია". ჩეხებს პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში 0:0 ჰქონდათ ნათამაშები პორტუგალიურ "რიუ ავესთან", რომელსაც სტუმრადაც დაუზავდნენ, ოღონდ სათავისო ანგარიშით - 1:1. ყენია განაცხადში იყო.

ევროპალიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი. სხვა მატჩები
მიდტიულანდი-ვიდეოტონი 1:1 დდ (1:0)
ჰიკ-გიოტებორგი 0:2 (2:1)
ნომე კალიუ-ოსმანლისფორი 0:2 (0:1)
კრასნოდარი-ბირკირკარა 3:1 (3:0)
სპარტაკი-ლარნაკა 0:1 (1:1)
აიკ-პანათინაიკოსი 0:2 (0:1)
აროუკა-ჰერაკლესი 0:0 (1:1)
ბეითარი-იელგავა 3:0 (1:1)
გაბალა-ლილი 1:0 (1:1)
ბოლესლავი-შკენდია 1:0 (0:2)
იანინა-ალკმაარი 1:2 (0:1)
ვორსკლა-ლოკომოტივა 2:3 (0:0)
ტრნავა-აუსტრია 0:1, პენ 4:5 (1:0)
სონდერიისკე-ზაგლებიე 1:1 (2:1)
აპოლონი-გრასჰოპერსი 3:3 დდ (1:2)
მაკაბი (თ-ა)-პანდურიი 2:1 (3:1)
დინამო (მნ)-ვოივოდინა 0:2 (1:1)
აეკ-სტ. ეტიენი 0:1 (0:0)
ბრონდბიუ-ჰერტა 3:1 (0:1)
ვიტორული-გენტი 0:0 (0:5)
მარიბორი-აბერდინი 1:0 (1:1)
რიეკა-ბაშაქშეჰირი 2:2 (0:0)
ჰაიდუკი-ოლეკსანდრია 3:1 (3:0)
სასუოლო-ლუცერნი 3:0 (1:1)
კორკი-გენკი 1:2 (0:1)
ვესტ ჰემი-დომჟალე 3:0 (1:2)
რიუ ავე-სლავია 1:1 (0:0)
რაპიდი-ჟოდინო 3:0 (0:0)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ვისთან ვითხოვდით სამტრედიას გავლას გაბალამ ერთი თამაში ისიც სამტრედიასთან წააგო უკვე აზერულ პრესაში დაიწერა ვინც გაბალამ გაიარა ამათ შორის სამტრედია ყველაზე მობილური გუნდი ჩანდაო.
samtredski
05 აგვისტო 2016 14:55
0
ვისთან ვითხოვდით სამტრედიას გავლას გაბალამ ერთი თამაში ისიც სამტრედიასთან წააგო უკვე აზერულ პრესაში დაიწერა ვინც გაბალამ გაიარა ამათ შორის სამტრედია ყველაზე მობილური გუნდი ჩანდაო.
samtredski
05 აგვისტო 2016 14:51
0
გაბალამ დაამტკიცა სწორი მუშაობის შემთხვევაში გადაულახავი ბარიერი ამ ეტაპზე არ არსებობს.
bebeto
05 აგვისტო 2016 14:29
0
რა კაი მეკარე ყავდა გაბალას ის უკრაინელი ლეგიონერი თუ მოგყავს ეგეთი უნდა მოიყვანო და არა კურიეები
ვილკპ
05 აგვისტო 2016 11:42
0
საღოლ გაბალა! ყველანაირად აჯობა ლილს არადა ბევრს განწირული ეგონა. ასე რომ დინამოსაც აქვს შანსი და უნდა გამოვიყენოთ . წინასწარ ცხვირი არ უნდა ჩამოვუშვათ.
კიკა
05 აგვისტო 2016 11:20
0
მეც ვუყურე, პირველი ტაიმის შემდეგ შესვენებაზე რომ გადიოდა კოჭლობდა
თომა
05 აგვისტო 2016 11:10
0
დაიწყეთ ეხლა ქებამ აწყინო, ჯანოს ტრამვა ქონდა მიღებული და მაინც გავიდა მოედანზე,წაიკითხეთ მთავარი მწვრთნელის ინტერვიუ.
Ilia
05 აგვისტო 2016 10:45
0
ჯანოს ტრამვა ქონდა, მისი თამაში საუთუო იყო, მაგრამ მაინც გავიდა მოედანზე.
ilia
05 აგვისტო 2016 10:40
0
ანანიზე თუ ჯობდა ყველას ალენიჩევი დებილია რა შენზე ნაკლებად კვალიფიციურია? არ თქვა ახლა დაცვა გააძლიერაო.
ბაჩოს
05 აგვისტო 2016 10:40
0
ბესო თამაშს უყურე ჯიგარ? :დდ სპარტაკმა გოლი 89 წუთზე გაუშვეს ჯანომ კიდე პირველი ტაიმი ითამაშა და რომ ვუყურებდი ძალიან მონდომებული იყო პირველ ტაიმში რაც კი მომენტი ქონდა სპარტაკს ჯანოს წამოწყებული იყო სპარტაკის რიგებში ვინც არის გასაკიცხი მხოლოს პრომესია ტიპი გელაშვილივით ურტყავდა ტრაკ**ში
ბაჩო
05 აგვისტო 2016 09:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული