ნუკრი რევიშვილსა და "მორდოვიას" შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი რუსული საფეხბურთო კლუბის, "მორდოვიას" ღირსებას აღარ დაიცავს. სარანსკის კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. შესაბამისად, ნუკრის ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.

29 წლის ქართველი მეკარე "მორდოვიას" ღირსებას რუსეთის პრემიერლიგის 2015/16 წლების სეზონში იცავდა, თუმცა გუნდმა ელიტაში ადგილი ვერ შეინარჩუნა და პირველ ლიგაში დაქვეითდა. რევიშვილმა კი 7 ივნისს, საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების ამხანაგურ მატჩში სახის მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ გუნდში აღარ უთამაშია.

ნუკრი რევიშვილს სხვადასხვა დროს ასევე ქუთაისის "ტორპედოში", ყაზანის
"რუბინში", მახაჭყალის "ანჟიში", "კრასნოდარში", გორის "დილაში", მალტის "ვალეტასა" და "ტოსნოში" უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 12 /
5 სექტემბერს ეროვნული ნაკრების პირველი თამაშია, ჩვენი ნაკრების მთავარი მეკარე საჭიროებს სტაბილურ დასაქმებას. ნაკრების რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის უგუნდობა ჩვენს შანსებს წარმატებულად დავიწყოთ მსოფლიოს შესარჩევი ციკლი გაცილებით ამცირებს.
ლუკა
17:38 05-08-2016
0
მოაშორეთ რევიშვილი გადმოიყვანეთ სასწრაფოდ სანამ შეგიძლიათ ფეხბურთელის შეყვანა მატჩამდე!
svani
17:55 05-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული