გიორგი არაბიძე: ამ გოლებმა რწმენა და ძალა შემმატა

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" ქართველმა შემტევმა გიორგი არაბიძემ უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურის დასრულების შემდეგ კლუბის პრესსამსახურთან მატჩი შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ მესამე ტურში "შახტარმა" "ოლექსანდრია" ანგარიშით 5:0 გაანადგურა, ქართველმა შემტევმა კი თავის ანგარიშზე დუბლი მიითვალა.

- 3 მატჩში 4 გოლი - გიორგი არაბიძემ ამჯერად დუბლი მიითვალა [VIDEO]

"ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. მიუხედავად სიცხისა, მაღალი ტემპის შენარჩუნებას ვცდილობდით. პირველ ტაიმში, მწვრთნელის დავალებით, მეტოქე გუნდის კარებზე ზეწოლა მოვახდინეთ და ორი გოლის გატანა სწრაფად მოვახერხეთ. ამის შემდეგ ასეთი უპირატესობით უკვე გაგვიმარტივდა თამაში.

ჩემი თამაშით და
იმით, თუ როგორ მოვემზადე სეზონისთვის, კმაყოფილი ვარ. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ორი გოლის გატანა მოვახერხე - ამან რწმენა და ძალა შემმატა. მაგრამ ყველაზე მთავარი გუნდის გამარჯვებაა. მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ და წინ მივიწევთ", - ციტირებს არაბიძეს კლუბის ოფიციალური საიტი.

3 ტურის მერე "შახტარი" 9 ქულით პირველ ადგილზეა, არაბიძის ანგარიშზე კი 4 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული