ვაკო ყაზაიშვილმა ერედივიზიეს პირველ ტურში კურიოზული გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 აგვისტოს სტარტი აიღო ჰოლანდიის ერედივიზიეს მორიგმა გათამაშებამ. პირველ ტურში გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის არნემის "ვიტესი" "ვილემს" ესტუმრა და დამაჯერებლად მოიგო - 1:4.

გუნდის ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და ორივემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

მატჩის 31-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი "ვილემის" მეკარეს ხელიდან გაუვარდა და კარში შევარდა, რის შემდეგაც ანგარიში 2:0 გახდა. თავდაპირველად, გოლი ყაზაიშვილს მიაწერეს, თუმცა მატჩის ბოლოსკენ აღნიშნული გოლი ავტოგოლად მიიჩნიეს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაკომ გაიტანა , ხელიდან რომ გაუვარდა იმიტომ მეკარეს ჩაუთვალესო ავტოგოლადო, მაგარი სირისტიანი ხალხია ეს ევროპელები, ასეთი აბსურდიული გადაწყვეტილება, არ მსმენია აქამდე... გამოქლიავდა მსოფლიო თუ რა ხდება ამიხსენით რა სპეციალისტები თუ ხართ ახლო მახლოს!
giorgi
21:20 07-08-2016
0
როცა ბურთი ძელს ხვდება და კარში გადის ძელს ეთვლება?
iuri.
09:57 08-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული