ყაზანის "რუბინი" საბა კვირკველიას იჯარას ან გაყიდვას არ გამორიცხავს

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა ილგიზ ფახრიევმა გუშინ, 7 აგვისტოს, პრესკონფერენცია გამართა. აღნიშნულ პრესკონფერენციაზე ფახრიევს ჟურნალისტებმა გუნდის ქართველ მცველ საბა კვირკველიაზეც ჰკითხეს, ვინც გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის "სპარტაკს" სურს.

შეგახსენებთ, რომ კვირკველია უკვე ორი ტურია ყაზანელთა არათუ ძირითად შემადგენლობაში, არამედ განაცხადშიც კი ვეღარ ხვდება.

- გუნდში მართლაც ბევრი ფეხბურთელია. ამ დროს, მოედანზე მხოლოდ 11 გამოდის და 90 წუთს თამაშობს...
- კიდევ 3 ცვლილება გვაქვს... გუნდი, რომელსაც მაღალი მიზნები აქვს, ორ ძლიერ შემადგენლობას საჭიროებს. სჯობს, შემადგენლობაში ფეხბურთელი შერჩევით დავაყენოთ და არა მხოლოდ იმიტომ,
რომ სხვა ვარიანტი არ გვქონდა. გაიხსენეთ "რუბინის" საჩემპიონო წლები - მაშინ ზუსტად ასე იყო. თუმცა ამ საკითხს განვიხილავთ და ვინც ამ ეტაპზე ზედმეტია, გუნდს უახლოეს პერიოდში დატოვებს.

- მართალია, რომ კვირკველიასადმი ინტერესს "სპარტაკი" იჩენს? მზად ხართ გაუშვათ ის გუნდიდან?
- კონკრეტული წინადადებით არავის მოუმართავს. მის პოზიციაზე ახლა ყველაზე დიდი კონკურენციაა. აგვისტოს ბოლომდე გადავწყვეტთ, ცენტრალური მცველებიდან ვის გავუშვებთ იჯარის წესით და ვინ დატოვებს გუნდს სამუდამოდ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული