ნუკრი რევიშვილმა "ბნეი იეჰუდასთან" კონტრაქტი 2018 წლამდე გააფორმა

AutoSharing Option
"ლელომ" მკითხველს ექსკლუზიურად აცნობა, რომ რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდნილი სარანსკის "მორდოვიადან" წამოსული ნუკრი რევიშვილი კარიერას ისრაელში გააგრძელებდა.

28 წლის მეკარემ რუსულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა და თავისუფალი აგენტის სტატუსით მოლაპარაკება ისრაელის ლიგატ'ალის (უმაღლესი ლიგა) მეშვიდეადგილოსან თელ-ავივის "ბნეი იეჰუდასთან" წამოიწყო. სხვათა შორის, გასულ კვირას, "ბნეი იეჰუდამ" თელავივურ ამხანაგურ დერბიში შოთა არველაძის გაწვრთნილი "მაკაბი" 2:1 დაამარცხა...

8 აგვისტოს კი "ლელომ" რევიშვილისგან შეიტყო, რომ ისრაელში პარასკევს ჩასულმა "ბნეი იეჰუდასთან" კონტრაქტი უკვე გააფორმა. მისი თქმით, ხელშეკრულება 2-წლიანია და ებრაულმა კლუბმა ტრანსფერი 2018 წლამდე
დაიბევა.

ისრაელში სეზონი 20 აგვისტოს დაიწყება. "ბნეი იეჰუდა" პირველ ტურში თელ-ავივში "ბნეი სახნინს" უმასპინძლებს. თუმცა ძნელი სათქმელია, ესპანეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში დაშავებული რევიშვილი მოედანზე გასვლას როდის მოახერხებს. მან ხომ რეაბილიტაცია არც ისე დიდი ხნის წინ დაასრულა.

თუმცა ის იმედოვნებს, რომ პირველ ტურამდე დარჩენილ დღეებში კიდევ უფრო მომჯობინდება, საკონტროლო შეხვედრაში (თელავიველები 15 აგვისტოს რაანანას "ჰაპოელს" შეხვდებიან) საკუთარ მზადებას შეამოწმებს და სეზონის დასაწყისისთვის ფორმაში შევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
goga-ს. ანუ ფიფია საკუთარ თავს უტეხავს ფულს? ეს რომელი ლოგიკიდან გამომდინარე? მუნიციპალური გუნდი რომ იყოს "დინამო", კიდე შეიძლება რარაცაზე საუბარი, მაგრამ....
gaga
15:10 09-08-2016
0
გელაშვილმა!
ლუკა
14:51 09-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული