მოსკოვის "სპარტაკში" გლობალური გარდაქმნები იგეგმება - გუნდიდან ჯანო ანანიძეც წავა?

AutoSharing Option
რუსული მედიის ცნობით, ჯანო ანანიძის გუნდს, მოსკოვის "სპარტაკს", დიდი ალბათობით, ყურბან ბერდიევი ჩაიბარებს, რომელიც მანამდე "რუბინსა" და "როსტოვში" მუშაობდა. ახალი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ ოფიციალურად ამ დღეებში უნდა გამოცხადდეს.

როგორც გამოცემა "ბიზნეს ონლაინი" იუწყება, მოსკოვური კლუბისადმი სპეციალისტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, უახლოეს ორ წელიწადზე გათვალისწინებული, სულ ცოტა, 100-მილიონევროიანი ბიუჯეტია. ამასთან, დიდი ალბათობით, ბერდიევის "სპარტაკი" მასობრივად დაიწყებს იმ ფეხბურთელების შეძენას, რომლებიც აგენტ ლეონიდ ისტრატისთან თანამშრომლობენ.

წყაროს ცნობით, უახლოეს პერიოდში "სპარტაკში" გლობალური გარდაქმნები იგეგმება და კლუბში ცოტა ვინმე თუ დარჩება. შესაბამისად, უცნობია, როგორ გაგრძელდება
საქართველოს ნაკრების 23 წლის ჰავბეკის კარიერა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ცოტა ხნის წინ დმიტრი ალენიჩევმა დატოვა, რომელიც ჯანოს უდიდეს ნდობას უცხადებდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გაეცაკე ჯანო ამ სპარტაკს, 6 წელია ასე გაპამპულავებენ
Lambo
16:15 10-08-2016
0
ერთ სტატიაში რუსეთის ეროვნულ ნაკრებში უშვებთ ბერდიევს, მეორეში სპარტაკის მთავარ მწვრთნელად. იქნებ ჩამოყალიბდეთ? თორე დაიბნა ის კაცი.
Mateus
16:27 10-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული