აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური tuttomercatoweb-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ორ კლუბს შორის ქართველთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში გაირკვევა, გადავა თუ არა მჭედლიძე "პერუჯაში". ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხას სთავაზობს "პერუჯა" "ემპოლის" ფორვარდის სანაცვლოდ.
შეგახსენებთ, რომ "ემპოლიმ" ლევან მჭედლიძე 2010 წელს "პალერმოდან" 1,3 მილიონ ევროდ შეიძინა.