"ემპოლი" ლევან მჭედლიძის "პერუჯაში" გაშვებას არ აპირებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური "ემპოლის" ფორვარდი ლევან მჭედლიძე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, დიდი ალბათობით, კლუბს არ გამოიცვლის.

26 წლის ქართველი ფორვარდით სერია "ბ"-ს გუნდი "პერუჯაა" დაინტერესებული და "ემპოლის" მჭედლიძის თაობაზე ოფიციალური წინადადებითაც მიმართა, თუმცა, როგორც იტალიური pianetaempoli.it იტყობინება, მიუხედავად ფორვარდ ალბერტო ჯილარდინოს შეძენის, კლუბის ხელმძღვანელობის გეგმებში მჭედლიძის გაშვება არ შედის.

შეგახსენებთ, რომ "ემპოლიმ" ლევან მჭედლიძე 2010 წელს "პალერმოდან" 1,3 მილიონ ევროდ შეიძინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული